მასპინძლის რანგში ისევ თბილისში, ამჯერად “დინამო” თბილისთან

ბოლნისის “სიონი”  მასპინძელი კვლავ თბილისში იქნება. ამ ეტაპზე თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონის მინდვრის საფარი სათამაშოდ მზად არაა.  25-ე ტურის შეხვედრაში “სიონი”  “დინამო” თბილისს, მიხეილ მესხი 2-ზე, ხვალ, უმასპინძლებს. შეხვედრა, 16:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს erovnuliliga.ge-ი შემოგთავაზებთ.

ბოლნისელების და თბილისელების დაპირისპირებას გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მას ელიკაშვილი, თოდრია და გლუშჩუკი დაეხმარებიან. მასპინძლებისგან განსხვავებით, სტუმართა ბანაკში დანაკლისია. დისკვალიფიკაციის გამო, გუნდს დავით კობოური დააკლდება.