ალექსანდრე გურეშიძე ბოლნისის სიონში აღარ ითამაშებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი დეკემბერში ამოიწურა. მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს.
გურეშიძე სიონს 2018 წელს შემოუერთდა. კლუბის მაისურით 31 მატჩი გამართა და 2 გოლი გაიტანა. 23 წლის ფეხბურთელის დებიუტი უმაღლეს ლიგაში, სწორედ ბოლნისის სიონში შედგა.