ოქროს  ქულისთვის ბრძოლა “თამაზ სტეფანიაზე” შედგება – სიონი vs რუსთავი

თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, დღეს, დიდი ბრძოლა გაიმართება. ქვემო ქართლის გუნდების დაპირისპირებაში, სამ ქულას ოქროს ფასი აქვს.  სეზონის დასრულებამდე ოთხი ტური რჩება. ამ მომენტისთვის კი, “სიონი” და “რუსთავი” გათამაშების ცხრილში მეზობლები არიან და სახიფათო ზონიდან თავის დაღწევას ცდილობენ.