სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!

27 ნოემბერს თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე  ეროვნული ლიგის 2-ის 35- ე ტურის მატჩი გაიმართება, რომელშიც სიონი გაგრას უმასპინძლებს.

მედიის წარმომადგენლებს მატჩზე აკრედიტაციის მისაღებად გთხოვთ მოთხოვნა ელექტრონულ მისამართზე-Fcsionipress1936@gmail.com გამოგზავნოთ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩზე დასწრების მსურველმა ჟურნალისტებმა უნდა წარადგინონ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი (ორივე დოზით), ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა, ან 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან 24 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი.

აკრედიტაციები გაიცემა მატჩს დღეს.