სპორტულმა ვებ გვერდმა adjara sport-მა, ეროვნული ლიგა 1-ის, მე-20 ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც ორი ბოლნისელი ფეხბურთელი მოხვდა. საუკეთესო თერთმეტეულში არიან – დავით კირკიტაძე და ლუკა ნოზაძე. ტურის საუკეთესო მწვრთნელად კი, ბოლნისის “სიონის” ახალი თავკაცი თეიმურაზ შალამბერიძე დასახელდა. მე-20 ტურში ბოლნისის “სიონი” მიხეილ მესხი 2-ზე “სამტრედიას” ესტუმრა და გამანადგურებელი ანგარიშით – 4-0 დაამარცხა. შეხვედრაში ბოლნისელთა ახალწვეულმა, დავით კირკიტაძემ ჰეთრიკი
