ეროვნული ლიგა 1-ის 29-ე ტურის სიმბოლურ გუნდში ინტერნეტ პორტალმა adjarasport.com– მა ოთხი ბოლნისელი დაასახელა. საუკეთესოებს შორის მოხვდნენ – დუბლის ავტორი ვილი ისიანი, გუნდის კაპიტანი ლევან ხმალაძე და მეკარე თორნიკე ზარქუა. სიმბოლური გუნდის მთავარი მწვრთნელი კი, თეიმურაზ შალამბერიძე მესამედ გახდა.
goal.ge- მ სიმბოლურ ნაკრებში ასევე – ლევან ხმალძე, თორნიკე ზარქუა და ვილი ისიანი დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის “სიონმა” მიხეილ მესხი 2-ზე, “სამტრედიას” უმასპინძლა და ანგარიშით – 4-2 დაამარცხა. ბოლნისელთაგან თავი, დავით კირკიტაძემ, ალექსანდრე კოშკაძემ და ვილი ისანიმა გამოიჩინეს.
მორიგ შეხვედრას “სიონი” 27 ოქტომბერს, ფოთში, “კოლხეთის” წინააღმდეგ გამართავს.