ახალგაზრდული ნაკრები პოლონეთთან დამარცხდა. გიორბელიძემ 79 წუთი ითამაშა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროშესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრა დღეს  გამართა. ფინეთთან მოგების (2-1) შემდეგ , გია ცეცაძის გუნდი პოლონეთთან დიდი ანგარიშით – 3-0 დამარცხდა. აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობა მიიღო ბოლნისის “სიონის” მცველმა გურამ გიორბელიძემ. მან ფინეთთან შეხვედრა სრულად ჩაატარა. პოლონეთთან კი, მთავარმა მწვრთნელმა 79-ე წუთზე შეცვალა.