კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში, გათამაშების ლიდერს, ბათუმის დინამოს, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ვუმასპინძლეთ. შეხვედრა ფრე-1-1 დასრულდა. სტუმრებმა დაცვის შეცდომით ტაიმის მიწურულს ისარგებლეს და 44-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. პირველი ტაიმი წავაგეთ, თუმცა შესვენებაზე, სიონის მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა, თავისი შეგირდები მეტი ბრძოლისკენ განაწყო და მეორე ნახევარში, სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა, სხვა სიონი იხილა. ბოლნისელებმა პირველ ნომრად დაიწყეს თამაში და კუპატაძის კარსაც ხშირად უტევდნენ. შედეგს 82-ე წუთზე უწეის. აუტის ხაზიდან ჩაბრაძის მიერ ჩამოწოდებული ბურთი ბოლნისელებმა მოიპოვეს, ლაშა უგრეხელიძემ კარგად დაინახა თომა ტაბატაძე, რომლმაც ზუსტად წაიკითხა სიტუაცია და აზაცკის ჩამოშორების შემდეგ, მეკარესთან ერთი ერთზე დარჩენილმა, შეტევა გოლით დააგვირგვინა. საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს. ათი ტურის შემდეგ, სიონმა 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა. მე-8 პოზიციაზე მყოფ ქუთაისის ტორპედოს ერთ ქულით ჩამოვრჩებით, ხოლო მე-7 ადგილზე მყოფ თელავს 3 ქულით. სწორედ, შემდეგი ტური კახელებთან გვაქვს, სადაც შანსია სატურნირო მდგომარეობის ორი საფეხურით გაუმჯობესების. თელავს, 3 მაისს ვესტუმრებით.