მესამე ამხანაგური მატჩი და ფრე რუსთავში

მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ​”სიონმა” მესამე ამხანაგური შეხვედრა გამართა. ბოლნისელებს სპარინგპარტნიორობა გორის დილამ გაუწია. შეხვედრა რუსთავის ტექნიკურ ცენტრში შედგა, რომელიც 2-2 დასრულდა.

ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა.  58-ე წუთზე ანგარიში ნიკა ხორხელმა გახსნა, 70-ე წუთზე კი, ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ჩაგანავამ გამოიჩინა თავი. გორელებმა, 84-ე წუთზე, ლომთაძის მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით, ანგარიში შეამცირეს. მატჩის მიწურულს ჩიბოტამ თავისი შანსი გამოიყენა და შეხვედრა ფრედ დაასრულა.

გიორგი დარასელიამ “დილასთან” შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

პირველი ტაიმი: სეფიაშვილი, ჯაფიაშვილი, გადრანი, ნემსაძე, მაჩაიძე, ბენგალა, გაბისკირია, ციცქიშვილი, სიჭინავა (კაპ), ტაბატაძე;

მეორე ტაიმი: სეფიაშვილი, ჯაფიაშვილი (უგრეხელიძე ლაშა 60′), სეხნიაშვილი, ნემსაძე (ტვილდიანი 60′), კორიფაძებენგალა (უგრეხელიძე გიორგი 60′), გაბისკირია (მესიაჩენკო 60′), ციცქიშვილი (ჩაგანავა 60′), ხორხელი ნიკა (ღამბარაშვილი 60′), სიჭინავა (კაპ) (რაფაელო 60′), ტაბატაძე (კვერნაძე 60′);

გოლები: 1-0 ხორხელი 58′,  2-0 ჩაგანავა 70′, 2-1 ლომთაძე (პენ) 84′, 2-2 ჩიბოტა 89′;

მატჩს ემსახურებოდა, არბიტრი, პაპუნა მაჭარაძე.  

“სიონი” მორიგ ამხანაგურ შეხვედრას, 27 იანვარს, “საბურთალოსთან” გამართავს.