“კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” პირველი წრის ბოლო ტურში, ბოლნისის სიონი მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდება. შეხვედრა ხვალ, 20 აპრილს, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, 16:00 საათზე გაიმართება.
თეიმურაზ შალამბერიძის გუნდმა, გასულ ტურში, ლოკომოტივი დაამარცხა და საბურთალოს კარგ განწყობაზე ხვდება. გუნდში საბრძოლო განწყობაა და ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში, უდანაკლისოდ არიან.
სიონი და საბურთალო ერთმანეთს აქამდე 8-ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან ბოლნისელებმა 1 შეხვედრა მოიგეს, 2 ფრე ითამაშეს და 5-ჯერ დამარცხდნენ.
მიმდინარე ჩემპიონატში, სიონმა 3 თამაში მოიგო, 3 წააგო და 2 ფრე ითამაშა. დააგროვა 11 ქულა და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზეა.