21 მარტი – დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

21 მარტს აღინიშნება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ისეთ აქტივობებისა და ღონისძიებების წახალისება, რომელიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ.

წელს ამ დღესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების კამპანია  მიმდინარეობას სლოგანით – “არავინ დავტოვოთ მიღმა”.

კამპანიას ბოლნისის სიონის ფეხბურთელებიც შეუერთდნენ – “სიონი არ ითვლის ქრომოსომებს“.

“ეს არის ცხოვრებისეული გამოწვევა, რომელიც საზოგადოებამ უნდა მიიღოს. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ისევე გრძნობენ და უყურებენ ყველაფერს როგორც თითოეული ჩვენთანაგანი. ბოლნისის სიონი ქრომოსომებს არ ითვლის, ჩვენ ვმეგობრობთ ყველასთან”, – ამბობს სიონის კაპიტანი ლევან ხმალაძე.

             

21 მარტი ამ დღის აღსანიშნავად შერჩეულ იქნა შემდეგი მიზეზით: 21 არის სიმბოლო 21–ე ქრომოსომის, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე კი ტრისომიული მოვლენის.