სიონმა ამხანაგურში მოიგო

“სიონმა” სანაკრებო პაუზით ისარგებლა და ამხანაგური შეხვედრა გამართა. ბოლნისელებმა ეროვნული ლიგა ერთის ლიდერთან, “საბურთალოსთან” ისპარინგეს და მატჩი  ანგარიშით – 3-1 მოიგეს.

 

შეხვედრაში გოლი უკრაინელმა ლეგიონერმა სერგეი ტრეტიაკმა გაიტანა, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოიშუშა. ბოლნისელთაგან თავი  ვილი ისიანმა და ბიძინა მახარობლიძემაც გამოიჩინეს.

 

“სიონი” კალენდარულ შეხვედრას, 25 ნოემბერს,  “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამართავს.