“კოშკას” რეკორდი – 442-ე მატჩი

ბოლნისის “სიონის” ფეხბურთელმა ალექსანდრე კოშკაძემ “დინამო” თბილისთან მატჩზე აბსოლუტური რეკორდი  საქართველოს უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით დაამყარა. 
ალექსანდრე კოშკაძეს 442-ე მატჩი დაუგროვდა და მან გივი დიდავას გადაასწრო.

საფეხბურთო კლუბმა ბოლნისის “სიონმა” ფეხბურთელს სამახსოვრო პრიზი გადასცა.