ფეხბურთის ფედერაციის რეკომენდაციით, თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალური სტადიონის მინდვრის საფარის პრობლემურ ადგილებზე სწრაფად მზარდი მაღალი ხარისხის ბალახის შეთესვა განხორციელდა .
სტადიონებისა და სპორტული მოედნების მართვის სამსახურმა საფარის მოვლისა და შენარჩუნებისთვის მოედნის საჩხვლეტი, მოედანზე მიწის შემტანი და ბალახის სათესი ტექნიკა შეიძინა. წელიწადში ორჯერ: გაზაფხულსა და შემოდგომაზე აღნიშნული სამსახური ბალახის შეთესვას განახორციელებს.
მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით მოედნის საფარი შეიცვალა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე კი ბოლნისის მუნიციპალიტეტი ზრუნავს. აღნიშნული ფაქტორების გამო, ბოლნისის “სიონს” საშინაო თამაშების ჩატარება დედაქალაქში, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე უწევს. ეროვნული ლიგის დასრულებამდე რამდენიმე ტური დარჩა და კლუბი იმედოვნებს გუნდი ბოლო საშინაო თამაშებს საკუთარ კედლებში გამართავს.