მიხეილ მესხი 2-ზე ქვემოქართლელთა დაპირისპირება განათებაზე შედგება

ეროვნული ლიგა 1-ის 32-ე ტურის შეხვედრაში, ბოლნისის “სიონი”  “რუსთავს”, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ესტუმრება. უშუალო კონკურენტების დაპირისპირება, საღამოს განათებაზე, 19:00 საათზე შედგება.   

ბოლნისის “სიონს” ზედიზედ სამ მატჩში თამაში არ წაუგია. თეიმურაზ შალამბერიძის გუნდმა  2 შეხვედრა მოიგო, 1 ფრედ ითამაშა. შესანიშნავი სერიის შემდეგ ბოლნისელები უშუალო კონკურენტ “რუსთავს” 2 ქულაში დაეწივნენ და შანსი გაუჩნდათ, ეროვნულ ლიგა 1-ში პლეი აუტის გარეშე დარჩნენ. მიმდინარე სეზონში ქვემოქართლის გუნდები ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ აქედან “სიონმა” ორი წააგო ხოლო, ერთი ფრედ ითამაშა.