სანაკრებო მატჩების გამო ეროვნულ ლიგაში გამოწვეული პაუზით ბოლნისის “სიონმა” ისარგებლა და ამხანაგური შეხვედრა გორის “დილასთან” გამართა, სადაც ანგარიშით – 2-1 დამარცხდა.
შეხვედრაში სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. გორელები 11-მეტრიანით დაწინაურდნენ, რომელიც კოვტალუკმა ზუსტად შეასრულა, მალევე უგულავამ გაათანაბრა. ბოლნისელებმა მეორე გოლი მატჩის მიწურულს გაუშვეს, თამაშგარეს დაფიქსირების მოლოდინში კოვტალუკს გოლის გატანაში ხელი არავინ შეუშალა. მან დუბლი ამჯერად ზარქუას კარში შეასრულა.
თეიმურაზ შალამბერიძეს ტესტ-მატჩში რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, რის გამოც დღევანდელ შეხვედრაში ერთი ფეხბურთელი, გიორგი ხვადაგიანი 19-წლამდელთა გუნდიდან დაიმატა.
მოგეხსენებათ, ლაშა ლეჟავა და გურამ გიორბელიძე ასაკობრივ ნაკრებში არიან გამოძახებულნი, ხოლო სერგეი ტრეტიაკს, ბიძინა მახარობლიძეს, გულვერდ თომაშვილს და გიორგი დათუნაიშვილს ტრავმები აწუხებთ.
“სიონმა” ამხანაგურ შეხვედრაში შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
პირველი ტაიმი: გიორგი ჩოჩიშვილი, სანდრო გურეშიძე, ლუკა ნოზაძე, გივი ხეცურიანი, გურამ მინდორაშვილი, ლევან ხმალაძე, ზვიად სიხარულია, ლაშა მანაგაძე, დავით კირკიტაძე, ალექსანდრე კოშკაძე, ვილი ისიანი;
მეორე ტაიმი: თორნიკე ზარქუა (70′), სანდრო გურეშიძე (გიორგი ხვადაგიანი 83), ლუკა ნოზაძე, გივი ხეცურიანი, გურამ მინდორაშვილი, ვაჟა ქიქავა, ზვიად სიხარულია, ლაშა მანაგაძე, ჯაბა უგულავა, გიორგი მიქაბრიძე, ვილი ისიანი;
“სიონი” კალენდარულ შეხვედრას, 20 ოქტომბერს, 15:30 საათზე, “სამტრედიის” წინააღმდეგ გამართავს.