ეროვნული ლიგა 1-ის განახლებამდე, ბოლნისის “სიონმა” ბოლო საკონტროლო შეხვედრა, ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე ქობულეთის “შუქურასთან” გამართა. ამხანაგური მატჩი, ამხანაგური ანგარიშით დასრულდა. შეხვედრაში პირველი გოლი, 32-ე წუთზე, კონტრშეტევას მოყვა. ჩოჩიშვილის კარი, “შუქურას” ლეგიონერმა ჯეფერსონ ჯერალდო ალმეიდამ აიღო. ბოლნისელებემა ზღვისპირელებს მეორე ტაიმში უპასუხეს, 53-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან გურამ გიორბელიძემ კარგად ითამაშა, მან საჯარიმოში ბურთი ჩააგდო, რომელზეც ლაშა მანაგაძემ ზუსტად ითამაშა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
“სიონი” ეროვნული ლიგა 1-ის მე-19 ტურის შეხვედრას, 4 აგვისტოს, “მიხეილ მესხზე“, “საბურთალოს” წინააღმდეგ გამართავს.
პირველი ტაიმი: ჩოჩიშვილი, გურეშიძე, თომაშვილი, მინდორაშვილი, გიორბელიძე, მახარობლიძე, კირკიტაძე, ქიქავა, სიხარულია, კოშკაძე, ტრეტიაკი;
მეორე ტაიმი: ზარქუა, გურეშიძე, ხეცურიანი, გიორბელიძე, ბაჩიაშვილი, დათუნაიშვილი, ხმალაძე, მიქაბერიძე, მანაგაძე, უგულავა, ისიანი;