“სიონმა” მეორე ტესტ-მატჩი “დილასთან” გამართა

ეროვნული ლიგა 1-ის განახლებამდე, ბოლნისის “სიონმა” მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ბოლნისელების სპარინგპარტნიორი ამჯერად გორის “დილა” გახლდათ, რომლებმაც თეიმურაზ შალამბერიძის გუნდს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლეს. შეხვედრა 1-0 გორელთა სასარგებლოდ დასრულდა. ერთადერთი გოლი, “დილას” ლეგიონერის, გაირა ჯოოფის ანგარიშზეა.

ბოლნისელებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

პირველი ტაიმი: ზარქუა, გურეშიძე, ნოზაძე, გიორბელიძე, მინდორაშვილი, ქიქავა, სიხარულია, მახარობლიძე, კირკიტაძე (უგულავა), კოშკაძე, ტრეტიაკი;

მეორე ტაიმი: ჩოჩიშვილი, ხეცურიანი, თომაშვილი, გურეშიძე, ხმალაძე, მანაგაძე, ქიქავა, დათუნაიშვილი, ისიანი, გოგოლაშვილი, უგულავა;

“სიონი” მორიგ ტესტ-მატჩს, ქობულეთის “შუქურასთან” გამართავს.