30-ე ტურში “სიონი” “დილას” უმასპინძლებს

ბოლნისის “სიონი” 30-ე ტურის შეხვედრას, 5 ოქტომბერს, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, 15:30 საათზე გამართავს.

ბოლნისელების მეტოქე გორის “დილა”, რომელმაც გასულ ტურში მოგება შეძლო და სახიფათო ზონას თავი დააღწია. “სიონმა” კი, “დინამო არენაზე” ფრე ითამაშა და 31 ქულა დააგროვა. მიუხედავად ამისა, თეიმურაზ შალამბერიძის გუნდი კვლავ მე-9 ადგილზეა და მოგება აუცილებლად სჭირდება.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს www.eliga.ge -ი განახორციელებს.