ეროვნული ლიგა 1-ის 24-ე ტურის შეხვედრა, ბოლნისის “სიონი”, მიხეილ მესხი 2-ზე, მასპინძელ “ლოკომოტივთან” მინიმალური ანგარიშით – 1-0 დამარცხდა.
მატჩის შედეგ, “სიონის” მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თანაბარ ბრძოლაში, შანსი თბილისელებმა გამოიყენეს.
თანაბარი თამაში იყო. ჩვენგან განსხვავებით “ლოკომოტივმა” თავისი შანსი გამოიყენა. სამწუხაროდ დავმარცხდით და ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ. ვულოცავ “ლოკომოტივს” გამარჯვებას და ჩვენ ვეცდებით შემდეგ თამაშზე რეაბილიტაციის მოხდენას”, – აღნიშნა “სიონის” თავკაცმა.