ბოლნისის “სიონში” დავით ქოქიაშვილი ვარლამ კილასონიამ შეცვალა. კილასონიას გამოცდილი არმაზ ჯელაძე დაეხმარება. მთავარმა მწვრთნელმა დღეს, პირველი ვარჯიში გამართა.
ვარლამ კილასონიასთვის სიონი უცხო გუნდი არ არის, 2015-2016 წლებში “სიონის” მწვრთნელი ის გახლდათ.
“სიონი” ეროვნულ ლიგა 2-ში 5 ტურის შემდეგ 5 ქულით მე-6 პოზიციაზეა. ჩვენი გუნდი მე-6 ტურის შეხვედრას, 3 აგვისტოს, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, მარტვილის “მერანის” წიააღმდეგ გამართავს. ამ ტურიდან გულშემატკივარს საშუალება ექნება ტრიბუნიდან უგულშემატკივროს გუნდს.