ბოლნისის სიონს ვარლამ კილასონია აღარ გაწვრთნის. გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მწვრთნელმა თავად მიიღო. სპეციალისტთან შრომითი ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
დღევანდელ შეხვედრაში, თბილისის მერანის წინააღმდეგ გუნდს, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, არმაზ ჯელაძე გაიყვანს.
რაც შეეხება, ახალ მთავარ მწვრთნელს, საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და მისი ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.