დინამო ზუგდიდს ცარიელი ტრიბუნებით ვუმასპინძლებთ

დინამო ზუგდიდს ცარიელი ტრიბუნებით ვუმასპინძლებთ. ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდი მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას გულშემატკივრის გარეშე გამართავს. ამასთან, სადისციპლინო კომიტეტმა კლუბი 5 000 ლარით დააჯარიმა.