საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ ნიცას მთავარ გუნდში 17 წლის ქართველი ანდრია სვანიძის დებიუტი შედგა! ახალგაზრდა თავდამსხმელმა ნიცას პირველ გუნდში მიიღო მონაწილეობა და პროფესიონალურ დონეზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ეს მოვლენა განსაკუთრებით საამაყოა ბოლნისის სიონისა და ადგილობრივი გულშემატკივრისთვის, რადგან ანდრია სიონის ყოფილი კაპიტნის, დავით სვანიძის შვილია.



ანდრიას საფეხბურთო გზა სწორედ ბოლნისიდან დაიწყო. მან ფეხბურთში პირველი ნაბიჯები ბოლნისის სიონში გადადგა, სადაც 2 წლის განმავლობაში მწვრთნელ თემურ გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა. სწორედ ბოლნისში ჩაეყარა საფუძველი იმ შრომისმოყვარეობასა და საფეხბურთო თვისებებს, რამაც იგი ევროპულ ფეხბურთამდე მიიყვანა.
საფრანგეთში გადასვლის შემდეგ ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა მალევე გამოიჩინა თავი შედეგიანი თამაშით:
• U17 ლიგა: 18 მატჩი – 18 გოლი;
• ახალგაზრდული ლიგა: 6 მატჩი – 8 გოლი.
ვულოცავთ ანდრიას ამ მნიშვნელოვან ეტაპს და ვუსურვებთ დიდ საფეხბურთო მწვერვალებს!
სიონის ოჯახი ამაყობს შენით!
