“სიონმა” პირველი ტესტ-მატჩი “დილასთან” გამართა

ბოლნისის “სიონმა” პირველი საკონტროლო შეხვედრა გორის “დილას” წინააღმდეგ დღეს გამართა. თეიმურაზ შალამბერიძემ თავისი შეგირდები თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გამოსცადა. ბოლნისელები, შეხვედრის პირველ ნახევარში, ფორტესის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დამარცხდნენ. “სიონმა” ანგარიში 55-ე წუთზე ლაშა უგრეხელიძის გოლით გაათანაბრა, თუმცა გორელები მალევე გურამ გიორბელიძემ ​ დააწინაურა. 70-ე წუთზე ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით  პაემი ფელიპემ სამამდე გაზარდა.

“სიონის” თავკაცმა პირველი ტესტ-მატჩი შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: 

პირველი ტაიმი: გოშაძე, ჯაფიაშვილი, აფაქიძე, კახაბრიშვილი, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, ხმალაძე, ისიანი, სინჯიკაშვილი, ცაცკრიალაშვილი, უგულავა;

მეორე ტაიმი: ლ. ისიანი (გოშაძე), ხეცურიანი, თომაშვილი, ჩაჩუა, საგანელიძე, უგრეხელიძე (ცაცკრიალაშვილი), ხვადაგიანი, გვარაძე, ივანიშვილი (ტვილდიანი), თარგამაძე, ტატანაშვილი;

სათადარიგო:  გიორგი უგრეხელიძე;

გოლები: 0-1 ფორტესი 25′, 1-1 უგრეხელიძე 55′, 1-2 გიორბელიძე 65′, პაემი ფილიპე 70′ (პენ),

“სიონი” მოსამზადებელ ეტაპს ბოლნისში გადის, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.