ბოლნისის “სიონი” მეორე ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს. თეიმურაზ შალამბერიძის გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა, ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე, “ნორჩ დინამოსთან” გამართა და ანგარიშით – 2-1 იმარჯვა.
შეხვედრაში პირველი გოლი დინამოელებმა გაიტანეს, მეორე ტაიმის საწყის წუთებში ბოლნისის დაცვა ჩავარდა, ისინი თამაშგარეს ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა თამაში არ შეაჩერა, რითაც ბოლქვაძემ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შალამბერიძის ფეხბურთელებმა საპასუხო გოლი 22-ე წუთზე გაიტანეს. მუჯრიშვილის კარი ჯერ ჯაბა უგულავამ აიღო, შემდეგ კი, 32-ე წუთზე, ბოლნისელები ვილი ისიანმა დააწინაურა.
“სიონის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
პირველი ტაიმი: ჩოჩიშვილი, გურეშიძე, ნოზაძე, ხეცურიანი, გიორბელიძე, გოგოლაშვილი, ქიქავა, კოშკაძე (კაპ) სიხარულია, მახარობლიძე, ტრეტიაკი;
მეორე ტაიმი: ჩოჩიშვილი, ნოზაძე, თომაშვილი, ხეცურიანი, გიორბელიძე, დათუნაიშვილი,ხმალაძე, მანაგაძე, გოგოლაშვილი, უგულავა, ისიანი;
გოლები: 0-1 ბოლქვაძე 9′, 1-1 უგულავა 22′, 2-1 ისიანი;
ბოლნისის “სიონი” მორიგ ამხანაგურ შეხვედრას, 24ივლისს, გორის “დილას” წინააღმდეგ გამართავს.