“სიონმა” სანაკრებო პაუზით ისარგებლა და ამხანაგური შეხვედრა გამართა. ბოლნისელებმა ეროვნული ლიგა ერთის ლიდერთან, “საბურთალოსთან” ისპარინგეს და მატჩი ანგარიშით – 3-1 მოიგეს.
შეხვედრაში გოლი უკრაინელმა ლეგიონერმა სერგეი ტრეტიაკმა გაიტანა, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოიშუშა. ბოლნისელთაგან თავი ვილი ისიანმა და ბიძინა მახარობლიძემაც გამოიჩინეს.
“სიონი” კალენდარულ შეხვედრას, 25 ნოემბერს, “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამართავს.