ეროვნული ლიგის პლეი აუტის განმეორებით მატჩში ბოლნისის სიონმა “თამაზ სტეფანიაზე” გაგრას უმასპინძლა და დამაჯერებლი ანგარიშით – 3- 0 დაამარცხა.
პირველი გოლი 28–ე წუთზე ლევან ხმალაძის გადაცემის შემდეგ ვილი ისიანმა გაიტანა, მეორე გოლი კი თემურ შალამბერიძის შეგირდებმა 51–ე წუთზე გაიტანეს. ვადიმ შევჩუკის კარის აღება სიონის კაპიტანმა, ლევან ხმალაძემ მოახერხა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი 73–ე წუთზე ჯაბა უგულავას გადაცემით დავით კირკიტაძემ დააფიქსირა.
ორმატჩიან დაპირისპირებაში “სიონმა” “გაგრა” 4-0 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში სიონმა საკუთარ ქალაქში თამაში პირველად გამართა და ეს წარმატებული გამოდგა.