ბოლნისის სიონი ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობს. თეიმურაზ შალამბერიძის გუნდი ანტალიაში გამგზავრებამდე ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ბოლნისელები, ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ ქობულეთის შუქურასთან და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე რუსთავთან ისპარინგებენ.
სიონი პირველი ტესტ-მატჩს, მუხიანში რაგბის საწვრთნელ ბაზაზე, ხვალ, 26 იანვარს, 13:00 საათზე გამართავს.
ბოლნისის სიონი 10 იანვარს შეიკრიბა. გუნდი ანტალიაში შეკრებაზე 8 თებერვალს გაემგზავრება, სადაც 12 დღის განმავლობაში მოემზადება. უცხოური შეკრების ფარგლებში დაგეგმილია ოთხი ამხანაგური შეხვედრა.