ბოლნისის სიონმა თურქულ შეკრებაზე კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა. თეიმურაზ შალამბერიძის გუნდი დანიურ ჰელსინგორს ეთამაშა. პირველი ნახევარი ბოლნისელების გამარჯვებით 2-1 დასრულდა. თავი ვილი ისიანმა და დავით კირკიტაძემ გამოიჩინეს. მთელი თამაშის განმავლობაში ბოლნისელები უპირატესობას ფლობდნენ, მრავლად ჰქონდათ საგოლე მომენტებიც, თუმცა რეალიზება გაუჭირდათ.
დანიელებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმის საწყის წუთებში თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეძლეს. ბოლნისელთაგან მესამე გოლი თამაზ მაქაცარიას ანგარიშზეა. მან დაცვის ხაზის გარღვევა შეძლო და მეკარესთან, ფაქტიურად, პირისპირ დარჩენილს კარის აღება აღარ გასჭირვებია.
ჩვენმა სპარინგ-პარტნიორმა ანგარიშის გათანაბრება კვლავ თერთმეტმეტრიანიდან მოახერხა. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში ფრე – 3-3 დაფიქსირდა.
ანტალია. ბელეკი.
16.02.2019 ამხანაგური მატჩი
სიონი – ჰელსინგორი 3-3 (2-1)
გოლები: 1-0 ვილი ისიანი, 2-1 დავით კირკიტაძე, 3-3 თამაზ მაქაცარია;
პირველი ტაიმი: ზარქუა, ტვილდიანი, სუხიაშვილი, თომაშვილი, აფაქიძე, ხმალაძე C, ქიქავა, ისიანი, კირკიტაძე, სიხარულია, უგულავა;
მეორე ტაიმი: ზარქუა (ისიანი), ტვილდიანი (მანაგაძე), სუხიაშვილი, აფაქიძე (ხეცურიანი), თომაშვილი(უგრეხელიძე), ხმალაძე (მესხი), თარხნიშვილი, რაჟამაშვილი, კირკიტაძე (ხვადაგიანი), ისიანი (ლეჟავა), მაქაცარია;