ბოლნისის “სიონი” მასპინძელი კვლავ თბილისში იქნება. ამ ეტაპზე თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონის მინდვრის საფარი სათამაშოდ მზად არაა. 25-ე ტურის შეხვედრაში “სიონი” “დინამო” თბილისს, მიხეილ მესხი 2-ზე, ხვალ, უმასპინძლებს. შეხვედრა, 16:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს erovnuliliga.ge-ი შემოგთავაზებთ.
ბოლნისელების და თბილისელების დაპირისპირებას გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მას ელიკაშვილი, თოდრია და გლუშჩუკი დაეხმარებიან. მასპინძლებისგან განსხვავებით, სტუმართა ბანაკში დანაკლისია. დისკვალიფიკაციის გამო, გუნდს დავით კობოური დააკლდება.