ბოლნისის “სიონის” ფეხბურთელმა ალექსანდრე კოშკაძემ “დინამო” თბილისთან მატჩზე აბსოლუტური რეკორდი საქართველოს უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით დაამყარა.
ალექსანდრე კოშკაძეს 442-ე მატჩი დაუგროვდა და მან გივი დიდავას გადაასწრო.
საფეხბურთო კლუბმა ბოლნისის “სიონმა” ფეხბურთელს სამახსოვრო პრიზი გადასცა.