სპორტულმა ვებ გვერდმა adjara sport-მა 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდში სამი ბოლნისელი დაასახელა. საუკეთესო თერთმეტეულში, გოლის ავტორები – ალექსანდრე კოშკაძე და დავით კირკიტაძე მოხვდნენ. ზედიზედ მეორე ტურია, სიონის ახალი თავკაცი, თეიმურაზ შალამბერიძე ტურის საუკეთესო მთავარი მწვრთნელია.
21-ე ტურში, ბოლნისის სიონმა ფოთის კოლხეთს, მიხეილ მესხი 2-ზე უმასპინძლა და ანგარიშით – 2-0 დაამარცხა.
სიონი მორიგ შეხვედრას, 26 აგვისტოს, სტუმრად, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს.