ბრძოლა საშიში ზონიდან გასაქცევად – დილა vs სიონი 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში ბოლნისის სიონი გორის დილას დაუპირისპირდება. შეხვედრა, 3 ივლისს, თენგიზ ბურჯანაძის სახეობის სტადიონზე, 19:00 საათზე გაიმართება. 

გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან და თანაბარი ქულებით მე-7-მე-8 ადგილს იყოფენ. პლეი აუტის ზონიდან თავის დასაღწევად სიონს გამარჯვება სჭირდება, ხოლო დილას ადგილის შენარჩუნება. მეტოქე გუნდში სიახლეებია, ჩიხურასთან მარცხის შემდეგ, დილას მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გადადგა. სიონთან შეხვედრაში გუნდს სამწვრთნელო შტაბის წევრი, ირაკლი მოდებაძე უხელმძღვანელებს.

სიახლეებია ჩვენს გუნდშიც, გვარაძის და გოშაძის შემდეგ, გუნდს შემტევი ნახევარმცველი რატი ცაცკრიალაშვილი შემოუერთდა. ბოლნისელთა შემადგენლობას უბრუნდება გუნდის კაპიტანი ლევან ხმალაძე, რომელსაც ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰ​ქონდა. ყვითელი ბარათების გამო კი, ცენტრალური მცველი ნიკოლოზ აფაქიძე დაგვაკლდება.

დილა – სიონის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას eliga.ge-ი განახორცილებს.