ეროვნული ლიგა 1-ის მე-20 ტურის შეხვედრაში, ბოლნისის “სიონი” “სამტრედიას” მიხეილ მესხი 2-ზე დაუპირისპირდება. შეხვედრა, 17:30 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ELIGA.GE-ი განახორციელებს.
მიმდინარე ჩემპიონატში გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. ჩემპიონატის მეორე ტურში ბოლნისელებმა სამტრედიელები მინიმალური ანგარიშით – 1-0 დაამარცხეს. მეთერთმეტე ტურში კი, გუნდები ერთმანეთს ფრეზე გაეყარნენ – 1-1.
სატურნირო ცხრილში “სიონი” და “სამტრედია” მეზობლად არიან, შალამბერიძის გუნდი 13 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო “სამტრედია” 9 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს.