ახალი მწვრთნელი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი ვინ მიაღწევს მიზანს?…

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” მერვე ტურის შეხვედრაში ბოლნისის სიონი თბილისის ლოკომოტივის დაუპირისპირდება. მატჩი, ხვალ, 12 აპრილს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 21:00 საათზე გაიმართება.

სანაკრებო პაუზის შემდეგ სიონს რთული პერიოდი უდგას, გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილიდან მეშვიდე ადგილზე დაქვეითდა. ჩვენი მეტოქე ორი ქულით ჩამოგვრჩება და მეზობლად იმყოფება. პირველი წრის დასრულებამდე ორი ტური რჩება, ამიტომ ორივე გუნდისთვის სამ ქულას ოქროს ფასი აქვს.თბილისური გუნდი, რომ არ აპირებს გასავარდნ ზონაში დაასრულოს პირველი წრე, ისიც ცხადყოფს, რომ  ტურის წინ, მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. ლაშა ჭაღიაშვილი მისმა თანაშემწემ ლევან კორღალიძემ ჩაანაცვლა. თავის მხრივ არც სიონი აპირებს წარუმატებელ სერიას შეეგუოს. მესხი ორზე დიდი ბრძოლა, რომ გაიმართება ამას წვეთი არ გაუვა, მაგრამ ვის მხარეს იქნება ფორტუნა, ამას ხვალ, 21:00 საათზე გავიგებთ.

მასპინძლებისგან განსხვავებით, ჩვენს ბანაკში დანაკლისია. შვიდი ტურის შემდეგ, დაგროვებული ყვითელი ბარათების გამო, გუნდს ვერ დაეხმარება თორნიკე თარხნიშვილი.