ახალგაზრდული ნაკრებში ლაშა უგრეხელიძეს უხმეს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებში, ბოლნისის “სიონის” ფეხბურთელს – ლაშა უგრეხელიძეს უხმეს. 

ახალგაზრდა “ჯვაროსნები” 11 ნოემბერს შეიკრიბებიან და მოახლოებული ევროშესარჩევი მატჩებისთვის მოემზადება. 15 ნოემბერს გია ცეცაძის გუნდი საფრანგეთს ესტუმრება. 19 ნოემბერს კი, ასევე სტუმრად სლოვაკეთს გაეჯიბრება.