ვალერი გაგუა სიონის მთავარი მწვრთნელია!

ვალერი გაგუა საფეხბურთო კლუბ „სიონის“ მთავარი მწვრთნელია! ბოლნისის “სიონს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ვალერი გაგუა გამოცდილი სპეციალისტია, რომელსაც როგორც ახალგაზრდულ სეგმენტში, ისე უმაღლესი ლიგის გუნდებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.

ვალერი გაგუასა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა და მზადებას შეუდგა.

ფოტო გამოყენებულია პირველი არხის ვებ გვერდიდან