სიონში ახალი ეტაპი იწყება. კლუბის დირექტორის თანამდებობა გიორგი ოქროპირიძემ დაიკავა, რომელსაც სიონთან მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილება აკავშირებს.
ოქროპირიძისთვის კლუბი კარგად ნაცნობი გარემოა. სხვადასხვა პერიოდში იგი სიონის ადმინისტრაციაში აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა, ასევე იყო კლუბის სამწვრთნელო შტაბის წევრი და გუნდს მთავარი მწვრთნელის რანგშიც ხელმძღვანელობდა.
სიონის დატოვების შემდეგ გიორგი სამწვრთნელო საქმიანობას ალგეთში აგრძელებდა. ახლა კი ის ბოლნისურ კლუბს უკვე ხელმძღვანელის რანგში უბრუნდება.


ბოლნისის სიონი ახალი ხელმძღვანელობით მუშაობას განაგრძობს და კლუბის განვითარებას, სპორტული მიმართულების გაძლიერებასა და დასახული მიზნების მიღწევას ისახავს მიზნად.
