სიონის სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებია. გიორგი ოქროპირიძემ პირადი გადაწყვეტილებით, მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ახალგაზრდა სპეციალისტმა, აღნიშნული გადაწყვეტილება ოჯახური მდგომარეობით ახსნა. კლუბის ხელმძღვანელობამ, ოქროპირიძეს თხოვნა დაუკმაყოფილა. მიუხედავად ამისა, გიორგი ჩვენს გუნდში რჩება, იგი სიონის წარმატებისთვის მოედნის გარედან იბრძოლებს.
ვინ ჩაიბარებს სიონის მთავარი მწრთნელის პოსტს, უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ.