ბოლნისის “სიონი” ახალი სეზონისთვის 12 თებერვლიდან ემზადება. ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით, ჩვენმა გუნდმა ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. დავით ქოქიაშვილმა თავისი შეგირდები “ბორჯომთან” და “გორთან” გამოსცადა. გუნდი თითქმის ბოლომდე დაკომპლექტდა და 2020 წლის სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. ქოქიაშვილის გუნდმა სამედიცინო შემოწმება სითი სპორტში დღეს გაიარა.
ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის შეხვედრას, “სიონი”, 3 მარტს, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, 15:00 საათზე გამართავს.