ბოლნისის “სიონის” ფეხბურთელმა ლაშა ლეჟავამ 21-წლამდელთა ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სტუმრად უკრაინასთან 3-3 ითამაშა. ახალგაზრდა “ჯვაროსნები” წაგებას სწორედ ლაშა ლეჟავამ გადაარჩინა.
მომდევნო ამხანაგურ მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისევ სტუმრად, 20 ნოემბერს, კვიპროსთან ჩაატარებს.