სამი ქულისთვის ბრძოლა “პარკი არენაზე” შედგება

ეროვნული ლიგა 1-ის 30-ე ტურის შეხვედრაში ბოლნისის “სიონი” ფოთს “კოლხეთს” დაუპირისპირდება. მატჩი, ფოთში, “პარკი არენაზე”, 27 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება.  

მიმდინარე სეზონში გუნდები ერთმანეთს მესამე ტურში დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ფრე – 0-0 დასრულდა. მეთორმეტე ტურში “სიონი” “კოლხეთს, ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” ესტუმრა და  ანგარიშით – 2-0 დამარცხდა. 21-ე ტურში კი, ბოლნისელებმა ალექსანდრე კოშკაძის და დავით კირკიტაძის გოლებით იმარჯვეს. 

https://www.facebook.com/FCSIONIBolnisi/videos/2267508520144253/

29 ტურის შემდეგ, “სიონი” სატურნირო ცხრილში 24 ქულით მერვე პოზიციას იკავებს. ფოთს “კოლხეთი” კი, 13 ქულით ბოლო ადგილზეა.