ეროვნული ლიგა 3 აგვისტოს განახლდება. ბოლნისის “სიონი” მესამე წრის პირველ შეხვედრას, 4 აგვისტოს, სტუმრად, “საბურთალოს” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა, “მიხეილ მესხზე“, 21:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას ELIGA.GE განახორციელებს.
მიმდინარე ჩემპიონატში, გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორჯერვე დედაქალაქელების გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, მაშინ ბოლნისურ კლუბს კობა ჟორჟიკაშვილი წვრთნიდა. ბოლნისელები მესამე წრეს ახალი მწვრთნელით დაიწყებს – გუნდს თეიმურაზ შალამბერიძე უხელმძღვანელებს. სიახლეა შემადგენლობაშიც, გუნდი დატოვა შვიდმა ფეხბურთელმა – ლაშა ჯაფარიძემ, გიორგი ჭეიშვილმა, მიხეილ მუჯრიშვილმა, გიორგი გაფრინდაშვილმა, გიორგი ბერიაშვილმა, ცოტნე სამუშიამ და ჯაბა დვალმა. “სიონმა” სატრანსფერო პერიოდში ექვსი ფეხბურთელი დაიმატა – მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი, ნახევარმცველები დავით კირკიტაძე, ბიძინა მახარობლიძე, თავდამსხმელები სერგეი ტრეტიაკი, ვილი ისიანი და მცველი ვასილ ბაჩიაშვილი.
მოსამზადებელ პერიოდში “სიონმა” სამი საკონტროლო მატჩი გამართა, სადაც ერთი მოიგო, ერთი ფრე ითამაშა და ერთიც წააგო.