შალამბერიძის კომენტარი “პარკი არენაზე” ჩატარებული მატჩის შემდეგ

ეროვნული ლიგა 1-ის 30-ე ტურის შეხვედრაში, ბოლნისის “სიონი”, ფოთში, “პარკი არენაზე” ფოთის “კოლხეთს ესტუმრა. მატჩი ფრედ ანგარიშით –  11- დასრულდა.

შეხვედრაში პირველი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს.  კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე აფხაზავა ჯერ მინდორაშვილს გაეპარა, შემდეგ კი ხმალაძეს აჯობა და ზარქუას აუღებელი დაურტყა. ბოლნისელებმა წონასწორობა კომპენსირებულ დროში აღადგინეს. კირკიტაძის პასით ხმალაძემ “სიონი” წაგებას გადაარჩინა.

https://www.youtube.com/watch?v=I1QQu6IJo_8&feature=youtu.be

 

მატჩის შემდეგ, “სიონის” მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა. შალამბერიძის თქმით, ორივე გუნდმა ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა. 

“სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ორივე გუნდს სჭირდებოდა ქულები და როგორც ველოდით შეხვედრა დაძაბული გამოდგა. როგორც ჩვენ, ისე ფოთელ ფეხბურთელებსაც ქონდათ მომენტები, რომელებიც ვერ გამოვიყენეთ და შეიძლება ითქვას, რომ მატჩი ლოგიკურად, ფრედ დასრულდა. დარჩენილია კიდევ რამდენიმე თამაში და ვეცდებით, ქულათა მაქსიმუმი დავაგროვოთ და გადათამაშებას თავი დავაღწიოთ”, – აღნიშნა შალამბერიძემ

“სიონი” მორიგ შეხვედრას, 3 ნოემბერს, მიხეილ მესის სათადარიგო მოედანზე, გორის “დილას” წინააღმდეგ გამართავს.

ფოთი. პარკი არენა

კოლხეთი – სიონი 1-1 (0-0)

გოლები: 1-0 მურად აფხაზავა (76), 1-1 ლევან ხმალაძე (90+1)

გაფრთხილება: თემურ ძაძამია 19′, ლუკა იმნაძე 77′, დავით მთივლიშვილი 85′ (სამივე კოლხეთი), ზვიად სიხარულია 73′ (სიონი)

კოლხეთი. 3-4-2-1: დენის კნიგა, ზაურ კერელეიშვილი (დავით მთივლიშვილი 85′), თემურ ძაძამია (კირილო დორეშენკო 61′), ირაკლი ციკოლია, მურად აფხაზავა, ლევან კაკულია, იმედა აშორტია (ლაშა ხატიაშვილი 81′), პატერსონ კაბორე, ლუკა იმნაძე, სტანისლავ პრიჩინენკო, ვალიკო ტყემალაძე

მთავარი მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი

სიონი. 4-2-3-1: თორნიკე ზარქუა, გულვერდ თომაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, გურამ მინდორაშვილი, ალექსანდრე კოშკაძე (ზვიად სიხარულია 71′), ლევან ხმალაძე C, დათო კირკიტაძე, ბიძინა მახარობლიძე, ლაშა ლეჟავა (ვილი ისიანი 46′), გიორგი დათუნაიშვილი(ჯაბა უგულავა 81′) , გურამ გიორბელიძე

მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

მთავარი არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი