“კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” მეექვსე ტურის შეხვედრაში ბოლნისის “სიონი” რუსთავს ესტუმრა და ქულა მოიპოვა. თეიმურაზ შალამბერიძის გუნდი შეხვედრას, მე-6 წუთზე, ჯაბა უგულავას გატანილი გოლით იგებდა, თუმცა 39-ე წუთზე ჩოგაძემ დაცვის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. ბოლნისელთა თავკაცმა მეორე ტაიმში ცვლილებებს მიმართა, თუმცა ტაბლოზე ანგარიშის შეცვლა ვერ მოახერხეს.
დავით თარგამაძემ პირველად ითამაშა სასტარტო თერთმეტეულში. მთავარმა მწვრთნელმა ის მოედნიდან 63-ე წუთზე გაიყვანა. მატჩის შემდეგ მან თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ ორივე გუნდს თანაბრად შეეძლო გამარჯვების მოპოვება და გუნდისთვის ეს ცუდი შედეგი არაა.