დათოვლილ სართიჭალის ახალ საფეხბურთო ბაზაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ექვსი გატანილი გოლი იხილა. ბოლნისელთაგან თავი ახალწვეულმა თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინა. მან პირველ ტაიმში ერთი გოლის გაქვითვა შეძლო. მეორე ნახევარში, სიონში დაბრუნებულმა ლუკა ჩაგანავამ ისარგებლა მეკარის შეცდომით და ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის მიწურულს ივანე ხაბელაშვილმა ბოლნისელები პენალტის ნიშნულიდან დააწინაურა, თუმცა საბოლოო ანგარიში მაინც ამხანაგურად დაფიქსირდა – 3-3.
გიორგი ოქროპირიძე თავის შეგირდებს, უკვე, 31 იანვარს, “სპაერთან” ტესტ-მატჩში გამოცდის.