სიონი White Card-ის კამპანიაში ჩაერთო

სპორტი მშვიდობის დამკვიდრებისთვის და განვითარებისთვის. უჩვენე თეთრი ბარათი და ჩაერთე სპორტის დღისათვის მიძღვნილ კამპანიაში. 6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ბოლნისის სიონი უერთდება თეთრი ბარათების კამპანიას და სოციალურ ქსელში საფეხბურთო კლუბ დინამო ბათუმს იწვევს.

                        

თეთრი ბარათის კამპანია, წითელი ბარათის საპირისპირო სიმბოლოდ შეირჩა და სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისებას ემსახურება.