ეროვნული ლიგის 1-ის 23–ე ტურის შეხვედრაში ბოლნისის “სიონმა” , “რუსთავს” თბილისში, “მიხეილ მესხი 2”–ზე უმასპინძლა და გამანადგურებელი სხვაობით – 4-0 დამარცხდა.
შეხვედრაში პირველი გოლი 26-ე წუთზე გავიდა. უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ხვიჩა კვარაცხელიამ თორნიკე ზარქუას აუღებელი დაურტყა. ზუსტად ოთხ წუთში, კვლავ ჩავარდა ბოლნისელთა დაცვა და ფონიავამ ანგარიში ორამდე გაზარდა. სტუმრებმა მესამე გოლი მეორე ნახევარში გაიტანეს. ამჯერად ზარქუას კარი ოთარ მარცვალაძემ აიღო. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 64–ე წუთზე დაფიქსირდა. გურამ მინდორაშვილმა საჯარიმოს სიახლოვეს უწყინარ სიტუაციაში ჯერ ბურთი დაკარგა, შემდეგ კი ქავთარაძის შეჩერება ვერ შეძლო, ქავთარაძის გაჩერება ლუკა ნოზაძე და სანდრო გურეშიძე შეეცადნენ, მაგრამ ჯარიმის გარეშე ვერ მოახერხეს. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა 11-მეტრიანი დანიშნა, რაც ქავთარაძემ ზუსტად გამოიყენა.
ქვემო ქართლის გუნდები სატურნირო ცხრილში კვლავ მეზობლად დარჩნენ. “სიონი” 20 ქულით მერვე პოზიციაზეა, “რუსთავს” და “ლოკომოტივს” ხუთი ქულით ჩამორჩება.
“სიონი” მორიგ შეხვედრას, 15 სექტემბერს, თბილისის “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამართავს.
23-ე ტური. თბილისი. მიხეილ მესხი 2.
სიონი (ბოლნისი) – რუსთავი (რუსთავი) 0-4 (0-2)
გოლები: კვარაცხეია (26), ფონიავა (30), მარცვალაძე (59), ქავთარაძე ( 64 პენ.)
სიონი: ზარქუა, გურეშიძე, ნოზაძე, მინდორაშვილი, გიორბელიძე, დათუნაიშვილი, ქიქავა, კოშკაძე (ლეჟავა 54′), ისიანი (მახარობლიძე 46′), კირკიტაძე (მიქაბერიძე 72′), ტრეტიაკი;
სათადარიგო: ჩოჩიშვილი, სიხარულია, თომაშვილი, ბაჩიაშვილი;
მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
რუსთავი: სეფიაშვილი, ბუგულოვი, პაპავა, ღონღაძე, კვარაცხელია (კვირკვია 77′), ჩუკურა, ფონიავა, ციცქიშვილი (ქავთარაძე 58′), კილასონია, მარცვალაძე (ლობჯანიძე 71′), კირკიტაძე;
სათადარიგო: მიგინეიშვილი, კვირკველია, კლიმიაშვილი, თარხნიშვილი;
მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
მთავარი არბიტრი: ირაკლი კვირიკაშვილი