ბოლნისის სიონმა მორიგი სამი ქულა უშუალო კონკურენტთან, ფოთის კოლხეთთან მოიპოვა. 21-ე ტურის შეხვედრაში, თემურ შალამბერიძის გუნდმა ფოთელებს, მიხეილ მესხი 2-ზე უმასპინძლა და ანგარიშით – 2-0 დაამარცხა.
ბოლნისელები მე-19 წუთზე ალექსანდრე კოშკაძის გატანილი გოლით დაწინაურდნენ, ზუსტად ხუთ წუთში დავით კირკიტაძემ საკუთარი გუნდი, ზუსტად შესრულებული სტანდარტულიდან დააწინაურა.
მიმდინარე სეზონში კოშკაძემ პირველი გოლი გაიტანა, ხოლო კირკიტაძემ სიონის მაისურით უკვე მეოთხე გოლის გატანა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ ორი ტურია, კარს მშრალად ინახავს მეკარე თორნიკე ზარქუა.
21 ტურის შემდეგ, სიონს 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილს იკავებს.
სიონი მორიგ შეხვედრას, 26 აგვისტოს, თენგიზ ბურჯანაძეზე, გორის დილას დაუპირისპირდებიან.